“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც წერეთელი აღნიშნავს, სადამკვირვებლო მისიები დაინტერესდნენ წინასაარჩევნო კამპანიით და იმ პოლარიზაციით, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს:
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული საქართველოში. უმეტესწილად , ეს გამოცდილი ხალხია, როგორც ეუთო-ოდირის მხრიდან, ასევე, პრაქტიკულად ყველა დიდი საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაა ჩამოსული.
ეუთოს , ევროპარლამენტის, ნატოს, ევროპის საბჭოს დელეგაციები და ამას დამატებული, კიდევ ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ , რომ საერთაშორისო შეფასება არჩევნების, არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რითაც შემდგომში ისაზღვრება ქვეყნის მიმართ პოლიტიკა და რაც მთავარია, როგორ გაიარა ამ შემთხვევაში საქართველომ ეს ტესტი და პირველ რიგში ხელისუფლებამ. ჩვენ კარგად ვიცით რამდენად დიდი ინტერესია ამ საკითხის მიმართ, ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდის ყველა მოწოდება, რეზოლუცია, კრიტიკა, გაფრთხილება, სანქციებიც, რომ თუ ეს არჩევნები არ იქნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი და მანიპულაციები იქნება ხელისუფლების მხრიდან, გადამეტებული გამოყენება ადმინისტრაციული რესურსების თუ ძალისმიერი მეთოდების - ეს რა თქმა უნდა, იქნება უმძიმესი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ისედაც მთელი ეს პროცესი, რაც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება არის შეჩერებული დღეს და ყველა ელოდება არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, საერთაშორისო დამკვირვებლებზეა დამოკიდებული ამ შეფასების გაცნობა მსოფლიოსთვის და პირველ რიგში,საქართველოს მოსახლეობისთვის. ყევლამ კარგად ვიცით, ჩვენი საარჩევნო შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ ხალხის განწყობა არის ამ ოლიგარქიული ხელისუფლების შეცვლა, ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან, კოალიციური მმართველობის შექმნა და ძალიან სწრაფად ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ამ ყველაფრის კომპეტენციაც, გამოცდილებაც და უნარიც კოალიციურ მთავრობას აუცილებლად ექნება იმისათვის, რომ დაჩქარდეს ყველა ეს პროცესი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა, დაცულობა, უსაფრთხოება, მშვიდობა, რომელიც არის ევროპაში.
საერთაშორისო დამკვირვებლების კითხვები და ინტერესი, ბუნებრივია, არის კაპმპანიის მიმდინარეობაზე, იმ მკვეთრ პოლარიზაციაზე, უაღრესად მტრულ და ნეგატიურ კამპანიაზე, რომელსაც აწარმოებს ხელისუფლება. მუქარები არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიების გასამართლებაზე, აკრძალვაზე, არასამთავრობო სექტორის დაშინება “რუსული კანონით . ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ამ ბოლო დღეების განმავლობაში რეიდები და შეტევა ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ასევე კონკრენტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული ადამიანების სახლების ჩხრეკა - ეს ყველაფერი არის გამოვლინება იმ ძალიან მავნებლური ქმედებების, რაც მთლიანობაში საარჩევნო გარემოს ამძიმებს. არავითარი ლოგიკა არ არის ამაში, რატომ უნდა უნდა იქცეოდეს ხელისუფლება ასე, თუ მას დამარცხების არ ეშინია?დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩევლები ჩამოაშორებენ ,,ქართულ ოცნებას’’ ხელისუფლებას და ხმას მიცემენ ერთიანობას, საქართველოს ევროპულ მომავალს და კეთილდღეობას’’,- განაცხადა წერეთელმა.