რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, ევროკავშირი მზად არის საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს.
“არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის 65% წარმოადგენს), რათა შეაჩეროს სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის, თუ ამ შაბათ-კვირას არჩევნები გაყალბდება ან სისხლი დაიღვრება", - წერს იოზვიაკი.