ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ ვენესუელის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ედმუნდო გონსალეს ურუტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოს მარია კორინა მაჩადოს.
სახაროვის პრემიის ლაურეატები ევროპარლამენტის - ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს - პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხუთშაბათს საფრანგეთში, სტრასბურგში გამოაცხადა.
მეცოლას განცხადებით, რომ პრიზი გადაეცათ პოლიტიკოსებს „ვენესუელაში თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენისათვის გაწეული გაბედული ბრძოლისთვის“.
ანდრეი სახაროვის პრემია ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის სახელს ატარებს 1988 წლიდან. მისი პირველი ლაურეატები იყვნენ სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა და საბჭოთა დისიდენტი ანატოლი მარჩენკო.
2020 წელს ევროპარლამენტმა პრემია ბელარუსისოპოზიციის წარმომადგენლებს გადასცა. 2021 წელს გაიმარჯვა რუსმა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიმ, 2022 წელს - უკრაინელმა ხალხმა. 2023 წელს პრემია მიენიჭა ირანში გარდაცვლილ მაჰსა ამინს და საპროტესტო მოძრაობას „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 18 დეკემბერს გაიმართება.