პარასკევს, 25 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში შეხვდება იორდანიელ და საამიროელ კოლეგებს, ასევე ლიბანის დროებით პრემიერ-მინისტრს. იუწყება CNN
მედიის ცნობით, ბლინკენის საუბრები იორდანიისა საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან საფადისთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების ხელმზღვანელთან აბდულა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანთან, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და აღდგენის გეგმების მხარდაჭერაზე.
ბლინკენისა ლიბანის დროებით პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატის შეხვედრზე სავარაუდოდ, ყურადღება განახვილდება ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის სამხედრო კამპანიაზე, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი მსხვერპლი ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში.