მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ყირიმის პლატფორმა დიდ ყურადღებას ამახვილებდა ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტებზე, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობასა და გაერო-ს წესდების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს წესდების მიზნები და პრინციპები და ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს. ჩვენი სამყარო ისეა აგებული, რომ უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები მნიშვნელოვანია და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.