საქართველოს ნაკრების მორაგბე, სოსო მათიაშვილი Facebook-ზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპში ისმის მისი ხმა, რომელიც პარტიას შეეძლო გამოეყენებინა, თუმცა მას ეს არ სურდა.
„ამ პოლიტუკურ “რეკლამის” დასაწყისში, მოგეხსენებათ ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამოდენიმე სიტყვის თქმა მინდა.
ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ.
რაც მთავარია ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და რაც მთავარია საქქართველოს!!!“, - წერს სოსო მათიაშვილი.
სპორტსმენის კომენტარის თანახმად, TV იმედზე მას მიჰყავდა თამაში, რომელიც კლიპშია გამოყენებული და "კონტრაქტში წერია, ხმის გამოყენების უფლება აქვთ"..
22 ოქტომბერს, "ქართულმა ოცნებამ" სოციალურ ქსელში ახალი საარჩევნო კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის საარჩევნო კლიპის მსგავსია.