„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გენო პეტრიაშვილის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ვალია, ქვეყანას გაუფრთხილდეს.
„თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების, პატიოსნების და ქართველი ერის სიძლიერის მხარეს. არ დავუშვებთ, არცერთ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანებას არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, ჩვენი ქვეყანა ისევ თავდაყირა დააყენონ. თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისთვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ და გავაფერადოთ ნომერი 41“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.