ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატამ (ქვედა პალატა) მიიღო.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იგორ კარპენკომ 25 იანვარს დანიშნულ არცევნებს ოპტიმალური და კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისუ უწოდა.
კანონის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივლისისა.
დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ზამთარში არჩევნების ჩატარება ოპოზიციისთვის პროტესტის გართულების მიზნით გადაწყვიტა.
წინა საპრეზიდენტო არჩევნების, რომელიც ჩატარდა 2020 წლის აგვისტოში, ბელარუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ქვეყანას 30 წელია მართავს, ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ მეშვიდე ვადით იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების დატოვებას და ამიტომ წარადგენს თავის კანდიდატურას. ეს კანონით არ არის აკრძალული.