"ოცნებას" ფანტაზიაც აღარ ჰყოფნის, მთლიანად ზის რუსი აგიტატორების ფორმატებზე - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მმართველი გუნდის საარჩევნო კლიპს, რომელიც რუსეთის 2018 წლის საარჩევნო კლიპის მსგავსია.
„სამწუხაროდ, უკვე ფანტაზიაც აღარ ჰყოფნით და მთლიანად ზიან რუსი აგიტატორების, დეზინფორმატების არა მარტო ნარატივებზე, არამედ ფორმატებზე. როგორც ჩანს, სრული ლიცენზიები აქვთ მიღებული, რომ არავინ არ შეედავებათ, არავინ არ უჩივლებთ, თუ ერთი-ერთზე გადაიტანენ რუსულ რეკლამებს. ყველაზე სამწუხარო ის ნაწილია, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ცდილობენ თავის პოზიციონირებას. აი ამ მარაზმში, როდესაც ენმ-ს მაშინდელი მხარდამჭერებით, დამფინანსებლებით არიან თავად გარშემორტყმულები, პარლამენტების წევრები ჰყავთ, მურუსიძის პარტიად იქცა პრაქტიკულად ეს პარტია. აი ესე გამოუვიდა, რომ ანა დოლიძე, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის, გამოძიების, პროტესტის ერთ-ერთი მოთავე იყო, ჩვენთან ერთად, ამ რეკლამაში ფიგურირებს, როგორც თითქოს მეორე მხარე. მურუსიძე სად ახსოვთ და ანა დოლიძე სად ახსოვთ? დღეს ამ რეკლამას რომ უყურებენ, შეურაცხყოფილები არ არიან, რომ აი ასე ცდილობს მმართველი პარტია მათ გაბითურებას", - განუცხადა თინ ხიდაშელმა ტვ პირველს.