აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატებისაგან მის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებას ელოდება, თუმცა მისივე თქმით, მათ ეს არ გამოუვათ. იუწყება CNN.
ჩრდილოეთ კაროლინაში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა მომავალი კენჭისყრის შედეგები და დაადანაშაულა თავისი ოპონენტები სავარაუდო გაყალბებაში.
„ჩვენ [წინასაარჩევნო ღონისძიებებზე] გვყავს ყველაზე მეტი ადამიანი, ვინც ოდესმე გინახავთ. მე ვიყავი კალიფორნიაში.
ვისურვებდი, რომ ღმერთი ჩამოვიდეს და იყოს ის, ვინც ითვლის ხმებს, მხოლოდ ერთი დღით მაინც და ვნახოთ, რა კარგი შედეგები გვექნება კალიფორნიაში“, - თქვა ტრამპმა.
მედიის ცნობით, კალიფორნია "ლურჯი" შტატია, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მუდმივად ხმას აძლევს დემოკრატებს.
"ოდესმე გსმენიათ გამოთქმა, რომ ხმების დამთვლელი კანდიდატზე ბევრად მნიშვნელოვანია? სამწუხაროდ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - თქვა დონალდ ტრამპმა.
მან მიანიშნა, რომ დემოკრატები თითქოს ამზადებენ ფალსიფიკაციას თაღლითობას, მაგრამ მის თქმით, "მათ ეს არ გამოუვათ".