აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატისა და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცახდებით, ხედავს რისკებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, "პუტინი კიევში დაჯდება". იუწყება CNN.
კამალა ჰარისმა, მიჩიგანში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გამოსვლისას, გაიხსენა ტრამპის არაერთგზის დაპირებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ 24 საათის განმავლობაში.
„წაიკითხეთ ეს და გააცმონიერეთ, რას ლაპარაკობს ის. ის კაპიტულაციას მოახდენდა... ისე გააკეთებდა, რომ უკრაინა დანებებულიყო აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც მისი სუვერენიტეტი დაარღვია.
თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ვლადიმირ პუტინი დაჯდება კიევში. კარგად გაიაზრეთ, რას ნიშნავს ეს ამერიკისთვის და ჩვენი პოზიციისთვის მსოფლიოში“, - თქვა ჰარისმა.