აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ის დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და უთხრა, რომ მოსკოვის ცენტრში დაარტყამდა.
ამის შესახებ ტრამპმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვუთხარი, ვლადიმირ, თუ უკრაინას დაესხმები თავს, ისე გაგარტყამ, რომ ვერც კი წარმოიდგენ. სწორედ მოსკოვის ცენტრში გაგარტყამ. ვუთხარი, რომ მეგობრები ვართ და არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა არჩევანი არ მექნება. მე ვუთხარი, იმდენად ძლიერად დაგარტყამ, რომ ამ გუმბათებს თავიდან წაგაძრობ, რადგან მე ვიცი, რომ ის ამ გუმბათების ქვეშ ცხოვრობს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, პუტინმა უპასუხა:" No way ["არანაირად", ან „შეუძლებელია“]
ტრამპს არ დაუკონკრეტებია როდის ან რა ვითარებაში შედგა მისი საუბარი პუტინთან.