ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში გრიპის ეპიდემიის საფრთხეს არ ადასტურებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ გრიპის დაავადებამ საგრძნობლად იმატა, თუმცა საშუალო წლიურ მაჩვენებელს არ აღემატება.
ცენტრის ხელმძღვანელობა მოსახლეობას სეზონური ვაქცინაციისა და დროული მკურნალობის რეკომენდაციას აძლევს. რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს კი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში ვირუსთან საბრძოლველად საკმარისი რაოდენობის მედიკამენტი არსებობს.
"სეზონური ვირუსის რაოდენობა არ აღემატება საშუალო წლიუს მაჩვენებელს, აქედან გამომდინარე ეპიდემიის გავრცელების საფრთხე დღეს სახეზე არ არის. მაგრამ არსებობს რისკის ჯგუფები, რომლებიც ფრთხილად უნდა იყვნენ. ასეთ ჯგუფებში ორსულები, ქრონიკული დაავადებებისა და დაბალი იმუნეტიტეტის მქონენი და ორ წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებიან. ამ რისკ ჯგუფებისთვის რეკომინდირებულია, რომ რაც შეიძლება ადრე მიმართონ ექიმს. ასევე ჩვენ ვურჩევთ სეზონურ ვაქცინაციას ამავე რისკის ჯგუფებს. ამა ადამიანებმა სასურველია თავი შეიკავონ საზოგადოებაში ყოფნისკან, გაიკეთონ ნიღაბი და დაიცვან ზოგადი ჰიგიენური პრინციპები, როგორიცაა ხელის ხშირი დაბანა და განიავება", - განმარტავს დაავედაბათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნატა ავალიანი.