დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა გრძელდება. დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მათ პირადად მინისტრმა კობა სუბელიანმა მიუტანა.
ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში, მე-2 კვარტალში, ყოფილი 157-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 31 ოჯახი (77 ადამიანი) ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გადაეცათ.
ეკა ხარებავა, აფხაზეთიდან დევნილი: „ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ბინები საკუთრებაში გადმოგვეცა. რამდენი ხანია ვწლობდით, არ ვიცოდთ, რა გველოდა. დღეს მინისტრმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა და ძალიან გაგვახარა, რომ საკუთრების მოწმობა თავად ამოგვიტანა. უკვე საკუთარი ჭერი გვაქვს და არც გარემომტება დაგვენანება."
მინისტრის თქმით კი თბილისში საკუთრება სულ 22 000-მა ოჯახმა მიიღო: „აფხაზეთიდან დევნილი 10 ათასი ოჯახი თბილისში უკვე საკუთრების მფლობელია. დღეს საკუთრების მოწმობები კიდევ 31 ოჯახს გადავეცით. ისინი უკვე მესაკუთრეები არიან. თბილისის ტერიტორიაზე კი ეს არის 10 ათასზე მეტი ოჯახი, დაახლოებით 40-50 ათასი სული. ეს ადამიანები დაბრუნებამდე მშვიდად იცხოვრებენ და როცა დაბრუნდებიან, შეეძლებათ ეს ქონება გაყიდონ და ხელცარიელები არ დაბრუნდნენ."
ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 22 000-მდე დევნილ ოჯახს (70 000-მდე ადამიანი) დაუკანონდა. თბილისში დაკანონებულია 177 საცხოვრებელი ობიექტი, რეგიონებში კი 343. რეგიონებში დევნილეთა განსახლების პროცესი 2011 წელსაც გაგრძელდება.