საქართველოში სულ ლაბორატორიულად H1N1 ვირუსით დაავადებულთა 120 შემთხვევაა გამოვლენილი. Aმის შესახებ პაატა იმნაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა. მისივე განმარტებით, კვლავ მიმდინარეობს პაციენტების ლაბორატორიული შემოწმება.
"ამჟამად სტაციონში H1N1 ვირუსით დაავადებული მხოლოდ ერთი პაციენტია, რომელსაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა," - განაცხადა იმნაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე განხცადებით, 61 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურში იქნა გადაყვანილი, დამაკმაყოფილებელია. მას უტარდება მკურნალობის კურსი და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.