1-ელი იანვრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის საშუალება საჯარო სკოლების მასწავლებლებს; სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსო¬ნა¬ლს; პროფესიული სწავლების ცენტრების მას¬¬წავლებლებს მიეცა.
განათლებისა და მეცნიერების სა¬მი¬ნის¬ტ¬როს სისტემაში შე¬მა¬ვალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელებს, სა¬დაც ხორციელდება პან¬სიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზო¬გად¬სა¬გან¬მანათლებლო პროგრამები ან სწავ¬ლე¬ბა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერი¬ტო¬რიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგად¬საგან¬მანა¬თ¬ლებლო დაწესებულების მასწავლებლებს.
სადაზღვევო პოლისის მისაღებად პედაგოგები თავიანთ რაიონებში კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ სადაზღვევო კომპანიას მიმართავენ. საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ ბენეფიციარებს 10 კომპანია მოემსახურება.
„გასულ წელს პედაგოგები თავად ირჩევდნენ სადაზღვევო კომპანიას. წლეულს სადაზღვევო კომპანიებს კონკურსის საფუძველზე გადაუნაწილდათ რაიონები. აღნიშნულ ცვლილებაზე და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი" უამრავ კითხვას იღებს პედაგოგებისგან. სადაზღვევო ინსტიტუტთან არსებული "ცხელი ხაზის" მეშვეობით (სატელეფონო ნომერი - 204-955) ექსპერტთა ჯგუფი უფასო კონსულტაციას უწევს თითოეულ მათგანს და აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას დაზღვევის დაფინანსებასა და სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით" - განაცხადა "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" პრეზიდენტმა გიორგი გიგოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 2010 წლის ბოლოს 885 325 მოქალაქე სარგებლობდა. გასული წლის დეკემბრის თვეში დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2011 წლის 1 იანვრიდან დამატებით კიდევ 72 338 მოქალქე მიიღებს ზემოაღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლებას.