უკრაინისთვის შორი მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე თანხმობასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ამის შესახებ ბაიდენმა გერმნაიიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაიდენს ჰკითხეს, იყო თუ არა მისი პოზიციის შეცვლის შესაძლებლობა უკრაინის მიერ რუსეთის სღრმეში დარტყმების მიზნით შორი დისტანციური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, „რაც არის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი მთავარი წინადადება“.
„საგარეო პოლიტიკაში არასოდეს ამბობენ: „არასდროს გადავიფიქრებ.“ ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი შორი მოქმედების იარაღზე“, - უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა.