სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" განხორციელებამ, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.
მან გაიმეორა, რომ მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში.
სლოვაკეთის პრემიერის თქმით, ნატო-ში მისმა წევრობამ, რაც ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტია, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინოს.
ფიცოს თქმით, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი გეგმა, რომელიც ყოფს ქვეყნებს, რის გამოც ევროსაბჭოს ამაზე მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით და მისი ტერიტორიის მიტაცებით.
თუმცა, ის არ ეთანხმება წინადადებებს, რომლებიც, მისი თქმით, იწვევს ღია დებატებს, როგორიცაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ან რაკეტების მიწოდება, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმა.
„ევროკავშირის ყველა ლიდერის წინაშე, პრეზიდენტ ზელენსკის თანდასწრებით, მე ვთქვი, რომ ჩვენ გვინდა ფოკუსირება მოვახდინოთ უკრაინასთან არსებით და რაციონალურ თანამშრომლობაზე, რომლის შედეგი არა მკვლელობები, არამედ ადამიანების დახმარება იქნება, ვისაც ეს სჭირდება“, - განმარტა ფიცომ.