აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ეხმიანება ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობას და აღნიშნავს, რომ "მის ხელებზე ამერიკელების სისხლი იყო".
"ნებისმიერმა ტერორისტმა, რომელიც კლავს ამერიკელებს, ემუქრება ამერიკელ ხალხს, ჩვენს ჯარს ან ჩვენს ინტერესებს, იცოდეთ - ჩვენ ყოველთვის გაგებინებთ პასუხს ",
„ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და ის საფრთხე, რომელსაც
„ჰამასი“ უქმნის ისრაელს, აღარ უნდა არსებობდეს. დღეს არის აშკარა პროგრესი ამ მიზნის მისაღწევად. „ჰამასი“ განადგურებულია და მისი ხელმძღვანელობა ლიკვიდირებულია“, - თქვა ჰარისმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში.
მისი განცხადებით, ეს მომენტი იძლევა შესაძლებლობას, საბოლოოდ დასრულდეს ომი ღაზაში.
„ის უნდა დასრულდეს ისე, რომ ისრაელი იყოს დაცული, მძევლები გათავისუფლდნენ, დასრულდეს ტანჯვა ღაზაში და პალესტინელ ხალხს შეეძლოს ღირსების, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლების რეალიზება“, – აღნიშნა ჰარისმა.