ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამხრეთ ლიბანში, "ჰეზბოლას" ბაზაზე თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინეს
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას აქვს უფლება ჰქონდეს იარაღი ქვეყნის საკვანძო მდინარე ლიტანის სამხრეთით.
„თუმცა, ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და სამალავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან ვიპოვეთ დიდი რაოდენობით ყველაზე თანამედროვე რუსული იარაღი“, - თქვა პრემიერმა.
მან დასძინა, რომ ისრაელის ერთადერთი მიზანია, საშუალება მისცეს ლიბანთან საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ თავის მოქალაქეებს დაბრუნდნენ სახლში და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.