უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს ბრიუსელში ჩავა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის განახლებული პროგრამიდან გახდა ცნობილი.
როგორც იუწყებიან, ზელენსკი ხუთშაბათს ალიანსის მთავარ ოფისს ეწვევა. იგი ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
იმავე დღეს შტაბ-ბინაში უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომა გაიმართება.
ამ დრომდე უცნობია ვინ წარადგენს უკრაინას სხდომაზე.
გარდა ამისა, უგეგმება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის სამიტზე გამოვა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერებს წარუდგენს თავის „გამარჯვების გეგმას“.
თუმცა, ამ დრომდე არ დაზუსტებულა, რა ფორმატში ისაუბრებს ზელენსკი - ვირტუალურად თუ პირადად დაესწრება.