საპატრიარქოში პედაგოგთა კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაში საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლების პედაგოგები მონაწილეობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მარიამ გაგუამ აცნობა, კონფერენციის ორგანიზატორია საპატრიარქოს განათლების ცენტრი.
მისი თქმით, კონფერენცია განათლების თემასა და მასთან დაკავშირებულ ზოგად პროგრამებს შეეხება. კონფერენციას მთავარეპისკოპოსი იოანე გამრეკელი დაესწრება.
მარიამ გაგუას ინფორმაციით, კონფერენციის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, დღესვე 15.00 საათზე კონფერენციის მეორე ნაწილი ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში გაიმართება.