ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ სიებით სიარული ნორმალური მოვლენაა.
კობახიძის თქმით, ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.
„სიებით სიარული არის ნორმალური მოვლენა, რაც ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამომრჩევლის მობილიზება არის პოლირიკური პარტიის ფუნქცია. ჩვენთვის ფასეულია ნებისმიერი ადამიანის მხარდაჭერა, ვისაც აქვს გავლენა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში. კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არსად არ დაფიქსირებულა და არის მხოლოდ ყალბი საუბარი ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. წარმოადგინონ რაიმე ფაქტი, ჩვენ გვექნება რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.