ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო კლინიკებს სეზონურ ვირუსებთან ბრძოლის რეკომენდაციებს წარუდგენს.
რეკომენდაციაში ასახულია ის პირობები, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებები უნდა გაუმკლავდნენ ვირუსს. ასევე ის, რომელ რისკ-ჯგუფებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
ჯანაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვირუსთან ბრძოლის მეთოდები თითქმის იგივეა, რაც 2010 წელს იყო.
საქართველოში ამ ეტაპზე ძირითადად A და B ტიპის ვირუსებია გავრცელებული.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროს ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, პაციენტებისთვის ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო სერვისი უფრო გაუმჯობესდება.