აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება 5 ნოემბრის არჩევნებისთვის.
ტელეარხ Fox News-ის ეთერში მან თქვა, რომ „შიდა მტერი რუსეთზე და ჩინეთზე სახოფათოა“.
„ვფიქრობ, დიდი პრობლემა შიდა ხალხია, ჩვენ გვყავს ძალიან ცუდი ხალხი, ავადმყოფები, რადიკალი მემარცხენეები.
ამას მარტივად შეუძლია გაუმლავდეს ეროვნული გვარდია ან, საჭიროების შემთხვევაში, სამხედროები. იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ ამის დაშვება“, - თქვა ტრამპმა.
„ყველაზე ძნელი საქმეა ამ გიჟებთან გამკლავება, როგორიცაა ადამ შიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ადამ შიფი ხელმძღვანელობდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს 2019 წლიდან 2023 წლამდე და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პირველ სასამართლო პროცესზე მთავარი ფიგურა იყო.