ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანიდან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე.
ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც იარაღს აწვდიდნენ იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ძირს უთხრიან.
სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საიდ ჰამზა გალანდარი და სხვა ოფიციალური პირები. ასევე, სამი ირანული ავიაკომპანია და ორი კომპანია, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის შეზღუდვას. ასევე, სანქციები ზღუდავს მათთვის თანხების ან ეკონომიკური რესურსების პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემას აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის.