დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი რამის დაწერა მოუწევს მიხეილ სააკაშვილს, ამ ქოციანობის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" პრეზენტაციის შემდეგ, განაცხადა
წიგნის პრეზედნტაცია თბილისში, სასტუმრო "კოპალაში" გაიმართა.
"მიხეილ სააკაშვილის ეს წიგნი არის ქართული პოლიტიკის ისტორიაში აბსოლუტურად გამორჩეული წიგნი, რადგან მოვლენების ძალიან დიდ მოცულობას ფარავს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს შიდა პოლიტიკის, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ბიოგრაფიის კუთხით და კარგად აჩენს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის წინ. კითხვისას ჩნდება ის განცდა, რომ ამ ადამიანს კიდევ ბევრი რამ აქვს წინ, ფაქტობრივად ინტერმეცოა, შუაში წყდება და, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი რამის დაწერა მოუწევს მიხეილ სააკაშვილს, ამ ქოციანობის დასრულების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.