დღეს, 17 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის #51-ე სკოლის შენობაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დაწყებითი კლასების პედაგოგებს შეხვდებიან. შეხვედრა.
გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, პედაგოგთათვის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
სასერტიფიკაციო გამოცდა დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის პირველად წელს ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი ნაბეჭდი პროდუქციის, ვებგვერდისა თუ უშუალო შეხვედრების მეშვეობით ინტენსიურად მიაწვდის პედაგოგებს ინფორმაციას სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ.