აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრფატების საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა, მისი რესპუბლიკელი კონკურენტი დონალდ ტრამპი ჯანმრთელობის მონაცემების დამალვაში დაადანაშაულა.იუწყება CNN.
კამალა ჰარისი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი აჩვენებს გამჭვირვალობის ნაკლებობას, რადგან თავის სამედიცინო ისტორიას არ ასაჯაროებს.
„მას {ტრამპს} და მის გუნდს არ უნდათ, რომ ამერიკელმა ხალხმა რეალურად დაინახოს, რას აკეთებს ის და არის თუ არა ის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, - თქვა ჰარისმა.
როდესაც ჰარისს ჰკითხეს მისი ოპონენტის ჯანმრთელობის შეფასების შესახებ, ვოცეპრეზიდენტმა თქვა, რომ ის ვერ მიაწვდის სამედიცინო შეფასებას მისი მდგომარეობის შესახებ.
”მაგრამ ყველა სხვა დონეზე, თუ რას უნდა ველოდოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის მთავარსარდალისა და ლიდერის საღიაზროვნების უნარს. ჩვენ ვიცით, რომ მას არ აქვს უნარი შეასრულოს ეს სამუშაო, ის შეუფერებელია ამ თანამდებობისთვის. ”- დასძინა ჰარსიმა.
მანამდე კამალა ჰარისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის მიერ გაცემული შეფასება გამოაქვეყნა. თერაპევტი ჯოშუა საიმონსი წერს, რომ 59 წლის ვიცე-პრეზიდენტის ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაშია, მას აქვს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური სიმტკიცე პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად.