კოალიცია "ძლიერ საქართველოში" წევრი თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ფორმირებაზე საუბარი “ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ უნდა დაიწყოს.
„ვაფასებთ პრეზიდენტის როლს როგორც ევროინტეგრაციის საქმეში, ისე ოპოზიციის გაერთიანების საქმეში. დღეს „ძლიერი საქართველო“ სრულად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ 26 ოქტომბრის არჩევნებში და ამის შემდგომ ეტაპზე კი, რა თქმა უნდა, სწორი იქნება მთავრობის ფორმირებაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ეს არჩევანი ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამიტომ, ქართველი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს“, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.