უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა ვალენსიურ კლუბში მოთამაშე საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა („ვალენსია“).
მისი თქმით, წარმატებული სერია უნდა გაგრძელდეს.
„უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში 6 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს, უკრაინა კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.
უკრაინა – საქართველოს მატჩი პოზნანის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.