უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა ვალენსიურ კლუბში მოთამაშე საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელა, გიორგი ქოჩორაშვილმა („ლევანტე“).
„მოახლოებულ მატჩებს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ, პროგრესი მუდმივია, არასდროს უნდა შევჩერდეთ და საჭიროა, წინსვლა გავაგრძელოთ.
დიდად არ მიყვარს მეტოქეებზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ძალას გვაძლევს ერთიანობა, არა მხოლოდ იმ 23 მოთამაშის, რომლებიც დღეს აქ ვართ, არამედ მთელი ქვეყნის.
ძალიან სასიამოვნო იყო გოლების გატანა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს და მომავალ თაობას, რომელიც გვიყურებს, ძალა და ერთიანობა, რათა ისწავლონ, რომ ამით ბევრის მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში 6 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს, უკრაინა კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.
უკრაინა – საქართველოს მატჩი პოზნანის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.