არამარტო ყარაჯალაში, არამედ ყველა სოფელში, ქალაქის ნებისმიერ უბანში, ხალხი მზად არის ქვეყნის გადასარჩენად და 26 ოქტომბერს გააკეთებს არჩევანს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ მმართველობას მოიშორებს - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა
„ნაციონალური მოძრაობის“ პრსსამსახურის ცნობით, პარტიის ლიდერები თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში წინასაარჩევნო კაპმანიის ფარგლებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობენ.
"ყოველდღიურად ვხვდებით ხალხს და განწყობა ამაღლებულია არამარტო თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, არამედ ნებისმიერ სოფელში, ქალაქის ნებისმიერ უბანში. ხალხი მზად არის ქვეყნის გადარჩენისთვის და სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ადამიანი მივა 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააკეთებს არჩევანს, რომლითაც მოიშორებს ბიძინა ივანიშვილის ამ მაფიოზურ, კორუმპირებულ მმართველობას, რათა ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ იზეიმოს გამარჯვება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას წაადგება და არა უკუსვლას, რისკენაც მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ექაჩება ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა", - განაცხადა გიორგი ბოტკველმა ყარაჯალაში.