ფლორიდაში მილიონზე მეტი სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქარიშხალ „მილტონის გამო“. ამის შესახებ ა AP იუწყება.
ქარიშხალმა ფლორიდის დასავლეთ სანაპირომდე მიაღწია 10 ოქტომბრის ღამეს, რის შემდეგაც ქარის სიძლიერე გარკვეულწილად შესუსტდა, რის გამოც ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა მას მე-2 კატეგორიის ქარიშხალი მიანიჭა.
თუმცა, ვარაუდობენ, რომ „მილტონი“ ფლორიდის ნახევარკუნძულზე მთელ გზაზე ქარიშხლის სტატუსს შეინარჩუნებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა ფლორიდის რამდენიმე ოფიციალურ პირს, კერძოდ: ორლანდოს მერს ბადი დაიერს, სარასოტას ოლქის მერს ლიზ ალპერტს და ფლორიდის კონგრესმენებს გას ბილირაკისს და კეტი კასტორს.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ უშუალოდ დაურეკონ მას, თუკი ქარიშხლის შედეგების მოსაგვარებლად დამატებითი მხარდაჭერა იქნება საჭირო.
მანამდე ბაიდენმა სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდა. ”ეს ფაქტობრივად სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია,” - თქვა მან.
მოახლოებული ქარიშხლის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტი გადადო, სადაც უკრაინასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის რამშტეინის ფორმატში შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი „მილტონი’ მილიარდობით დოლარის ზარალს გამოიწვევს. სტიქიის ზონიდან უკვე ევაკუირებულია დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი.
ქარიშხალი შეეხება ქალაქებს - ლეიკლენდს, კისიმისა და ორლანდოს, ასევე კანავერალს, ვარაუდობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) სპიკერმა დინ კრისველმა მოუწოდა ფლორიდელებს დარჩნენ ადილზე და მოძებნონ თავშესაფარები იქვე, რადგან ქარიშხალი „მილტონი“ გააგრძელებს მოძრაობას შტატის ტერიტორიაზე.
როგორც CNN იხსენებს, მილტონი მესამე ქარიშხალია, რომელიც ფლორიდას დაატყდა თავს. 1871, 1886, 1964, 2004 და 2005 წლებში.