იმ აბონენტებისთვის, რომელთაც ძველი დავალიანების გადახდა ვერ შეძლეს, ელექტროენერგიის გათიშვის პროცესი, სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ აცნობა.
მისი თქმით, მომხმარებელს ქვითრის მიღებიდან ორი კვირის მანძილზე ვადა მიეცემა და, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიას ჩაუჭრიან.
ქვითრების დარიგება 15 იანვრიდან დაიწყო..
სავარაუდოდ, მოსახლეობა ამ სიახლის შესახებ თელასში გამართული პრესკონფერენციით შეიტყობს.