ამერიკის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალი „მილტონი“ ფლორიდის სანაპიროს სიესტა კის მახლობლად, 120 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მიუახლოვდა. იუწყება CNN. ქარიშხალს მე-3 კატეგორია მიენიჭა.
ქარიშხალი სიცოცხლისთვის საშიშ შტორმულ ტალღებს ქმნის, თან ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი, როგორც მის ცენტრთან ახლოს, ისე მოშორებით, საიდანააც ის ხმელეთზე გავრცელდა.
მილტონი შეინარჩუნებს ქარიშხლის ძალას ხუთშაბათის დილამდე, როდესაც ის იმოძრავებს ცენტრალურ ფლორიდაში.
მილტონი მეხუთე ქარიშხალია, რომელიც შეერთებულ შტატეს წელს თავს დაატყდა. ის შეუერთდა 1-ელი კატეგორიის ქარიშხლებს „ბერილს“, „დების“, მე-2 კატეგორიოს „ფრენსინეს“ და მე-4 კატეგორიას „ჰელენს“.
მიმდინარე წელს აშშ-ს უფრო მეტი ქარიშხალი დაატყდა, ვიდრე 2021-2023 წლებში ერთად.
შეგახსენებთ, ფლირიდს შტატიდამ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ფლორიდის რომელი ნაწილისთვის იქნება „მილტონი“ ყველაზე დამანგრეველი, ეს ჯერ არ იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ფლორიდის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპას დაატყდება. ქარიშხალ მილტონის სიძლიერე გუშინდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ მისი კატასტროფული შედეგები გაცილებით დიდ ტერიტორიაზე იქნება საგრძნობი.