უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ხედავს შესაძლებლობას უკრაინაში ომი არაუგვიანეს 2025 წლისა უკრაინისთვის მისაღები პირობებით დასრულდეს.
„ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა, მოვლენები მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობისკენ წავიყვანოთ. ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი – არჩევანი გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რათა ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე.
ზელენსკიმ, "გამარჯვების გეგმაზე" საუბრისას განაცხადა, რომ დოკუმენტი "მშვიდობის საფუძვლები", რომელიც განსაზღვრავს დეტალურ პირობებს ომის სამართლიანი დასრულებისთვის, მზად იქნება ნოემბრისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხედავს შესაძლებლობას ჩაეყაროს საფუძველი ომის დასრულებას უახლოეს თვეებში.
„ჩვენ იმედი გვაქვს პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობის, ვეყრდნობით ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ძლიერ და ბრძნულ ნაბიჯებს ევროპაში, რათა მოიტანონ მშვიდობა და უსაფრთხოება. და ჩვენ ყველას თქვენი იმედი გვაქვს“, - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე მან აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა მისი „გამარჯვების გეგმის“ პირველი პუნქტია, რადგან მხოლოდ ეს შექმნის გეოპოლიტიკურ სიმტკიცეს ევროპაში და აიძულებს რუსეთს შეეგუოს დუმორჩილებელი უკრაინის არსებობას.