ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, საქართველოს საელჩომ ჰააგაში შეკრიბა და ძველი სტილით 2011 წლის დადგომა და ბედობა მიულოცა.
ჰააგაში ქართველები ჰოლანდიის თითქმის ყველა ქალაქიდან ჩავიდნენ. წელს საელჩომ მათ სიახლეც დაახვედრა. ქართველი მოზარდებისთვის საკვირაო სკოლა დიპლომატიური მისიის შენობაში გაიხსნება.
ჰოლანდიაში მცხოვრებ ემიგრანტებს, სამშობლოში ჩასული საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ვაჟთან ერთად ეწვია და ახალი წელი მათ პირადად მიულოცა.
სანდრა ელისაბედ რულოვსი საკვირაო სკოლის გახსნის შესახებ საელჩოს ინიციატივასაც გამოეხმაურა და მათ დახმარებას დაჰპირდა.