ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა იკ არა, უზუნდარას იცეკვებს, ბოდიშს მოიხდის და ისე წავა" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია პირველის გადაცემა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
მარგველაშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრი "პრორუს ოლიგარქს ხელისუფლებიდან მშვიდობიანად, დიდი გამარჯვებით" გაისტუმრებს.
"დღეს ჩვენ ვართ ბრძოლაში. ეს არ არის იოლი არჩევნები. ჩვენ პრორუსი ოლიგარქი ხელისუფლებიდან მშვიდობიანად, ძალიან დიდი გამარჯვებით უნდა გავუშვათ. ეს უნდა იყოს ისეთი გამარჯვება, რომელიც მას და მის ლუბიანკიდან მართულ ჯგუფს არ მისცემს არავითარ შანსს. დღეს ქართველ ამომრჩეველში არის ემოცია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მთავარი, რაც უნდა გადატყდეს არის ის, რომ ივანიშვილი წავა კი არა, უზუნდარას იცეკვებს ისე წავა და კიდევ ბოდიშს მოიხდის", - ამბობს მარგველაშვილი.