“ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, ქართული ოცნების საქართველოს გზიდან მოშორებაზეა.
“ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ საფრთხეს და ამაზე მიუთითებს ელჩის განცხადებაც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს იმ პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, მაინც მივიდნენ და კუთვნილი ხმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დააფიქსირონ”- თქვა გიგა ბოკერიამ.