პარტია „გახარია საქრთველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით, "ქართული ოცნება" არა მხოლოდ პრეზიდენტს უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ამით, ფაქტობრივად სრულიად ცივილიზებულ დასავლეთს ასამართლებენ.
„მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი სისუსტის და შიშის გამოვლინებაა. შალვა პაპუაშვილის და "ქართული ოცნების" მხრიდან მორიგად წარუმატებელი მარცხის თავიდან დაწყება, მით უფრო მაშინ, როდესაც კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს უჩვიან, არამედ ასამართლებენ ფაქტობრივად სრულიად ცივილიზებულ დასავლეთს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ევროკავშირში მიჰყავთ ქვეყანა, შესაბამისად მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტს დეკემბერში ვადა ეწურება, კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება და აჩვენებს მათი გარდაუვალი მარცხის პროგნოზს", - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.