ბოტულიზმით დაინფიცირებული 16 წლის გოგონას ჯანმრთელობა მძიმეა. პაციენტი ამ დრომდე ინფექციური დაავედების მძიმე ფორმით, იაშვილის სახელობის ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში, რჩება. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
დაავადება ოჯახის კიდევ ორ წევრს აღმოაჩნდა. ისინი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.
დაინფიცირების სავარაუდო მიზეზად ოჯახის პირობებში დამზადებული პომიდვრის კონსერვი სახელდება.