თბილისში ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგების ახალი ნაკადი ჩამოვიდა.
მასწავლებლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განათლების სამინისტროს თანამშრომლები და მინისტრი დიმიტრი შაშკინი დახვდნენ.
65 ინგლისურის პედაგოგი თბილისს ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან და პოლონეთიდან ესტუმრა.
პედაგოგები ჯერ ტრენინეგებს გაივლიან, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან. პედაგოგები სასწავლო პროცესში მეორე სემესტრიდან ჩაერთვებიან.