"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი ხელისუფლებისგან საპენსიო ასაკის 5 წლით დაწევას და პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის წინ დავითაშვილმა გამართულ აქციაზე განაცხადა.
როგორც დავიტაშვილმა აქციაზე განაცხადა, ის ხელისუფლებისაგან ასევე მოითხოვს მცირე მეწარმეებისათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას.
"ვაპირებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპრპექტები შევიტანოთ პარლამენტში და ასევე დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება", _ განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მოგვიანებით აქციას შეუერთდნენ კონსერვატორებიდან ლაშა ჩხარტიშვილი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პაატა ჯიბლაძე.