შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს განკარგულებებს? - ეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს უკრაინულ იThe Independent-ის ჟურნალისტმა დაუსვა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ძნელი სათქმელია განკარგულებებს რუსეთი იძლევა, თუ "ოცნება" საკუთარი ინიციატივით ცდილობს მათ ასიამოვნოს.
"ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მთავარი ეს პარალელი, ეს მსგავსებაა, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არაა, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს," - უთხრა პრეზიდენტმა The Kyiv Independent-ს.
შეკითხვაზე ასახავს თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები რეალობას, სალომე ზურაბიშვილიამბობს, რომ ეს ბანერები საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდის შედეგია.
"საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას უკეთესად ასახავს ის, რაც გამოხატულია ქუჩაში, სადაც თქვენ თითქმის ყველგან დაინახავთ უკრაინის დროშებს" - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემას.
„ეს არ ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას. ეს ასახავს ურთიერთობას უკრაინასა და მმართველ პარტიას შორის. ეს არ აღწერს ქართველი ხალხის სულიერ მდგომარეობას, რომელიც სასტიკად იყო შეშფოთებული მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული კამპანიით, რომელიც უკრაინის ომს და საქართველოში მშვიდობას ერთმანეთს უპირისპირდება. საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას უკეთესად ასახავს და გამოხატულია ქუჩაში, სადაც თქვენ თითქმის ყველგან დაინახავთ უკრაინის დროშებს და თუ როგორ მიიღო ქართველმა ხალხმა უკრაინელები. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ურთიერთობისადმი სამომავლოდ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. [მთავარი არხის და ტვ პირველის მიხედვით]