აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე "სრულიად მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ "მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმო ეს".
ბლინკენმა თქვა, რომ თავდასხმა მოიცავდა 200 ბალისტიკურ რაკეტას. ისრაელი თავდაპირველად აცხადებდა, რომ ქვეყანის წინააღმდეგ 180 რაკეტა ისროლეს.
ისრაელმა „ეფექტურად დაამარცხა ეს შეტევა“, დასძინა ბლინკენმა.
ბლინკენი ესაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის წინ.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.
ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობას შეუძლია დატოვოს თავშესაფრები.