აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, რათა სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა, როცა არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მომავალზე, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ბრიუსელში, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და, პირველ რიგში, ბუნებრივია, ევროპის სახალხო პარტიასთან, რათა არჩევნების შემდეგ, სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა, როდესაც ევროინტეგრაცია შეჩერებულია, როცა არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მომავალზე და ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს, ჩვენ ხალხთან ერთად, გამარჯვების შემდეგ მალე დავეწიოთ და რეალური გავხადოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კეთილდღეობა", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა ბრიუსელში.