„ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა კომენტარი "Credit Suisse"-ის საქმეზე მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოს გამოხმაურებაზე გააკეთა. ოცნების დეპუტატმა აშშ-ს საელჩოზე თქვა, რომ "ქურდს ქუდი ეწვის".
"მართალი გითხრათ, არ მახსენდება, რომ სადმე ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით, კონკრეტულად აშშ-ს ოფიციალური მხარე ყოფილიყო ნახსენები. ამიტომ, ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად აშშ-ის საელჩომ თავი მხარედ რატომ დააიდენტიფიცირა და რატომ გადაწყვიტა, რომ ამ თანხების გაყინვის ბრალდება მას მიემართებოდა. ერთადერთი, ქართული ანდაზა მახსენდება - ქურდს ქუდი ეწვისო. აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ეს განცხადება საოცრად მიკვირს და იმედი მაქვს, მათი მხრიდან რაღაც გაუგებრობასა და შეცდომით გადადგმულ ნაბიჯს აქვს ადგილი". - თქვა წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს "Credit Suisse"-ის საქმესთან დაკავშირებით ეხმიანება და ილისტრაცის აქვეყნებს,
"ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოს ხელშია და არა - ამერიკის", - წერს აშშ-ის საელჩო.