რომის პაპის იოანე პავლე მეორის წმინდანად შერაცხვისთვის მხოლოდ მისი შემცვლელის_ბენედიქტ მე-16-ის ხელმოწერაღა რჩება. სავარაუდოდ, მისი შერაცხვა 2011 წლის განმავლობაში მოხდება.
კარდინალ ანჯელო ამატოს, რომელსაც წმინდანთა საქმეებს კურირებს, უახლოეს დღეებში ბენედიქტე მე-16 შეხვდება. ამასთან, ახლანდელ პონტიფიკოსს შეუძლია, დაასახელოს წმინდანად შერაცხვის (ბეატიფიკაციის) თარიღი.
წმინდანად შერაცხვის სავარაუდო თარიღად აპრილის დასაწყისი სახელდება, როცა პონტიფიკოსის გარდაცვალებიდან მეექვსე წლისთავი სრულდება, ასევე, მაისის შუა რიცხვები (მისი დაბადების დღე), ან ოქტომბრის შუალედი, როცა იგი პაპად აირჩიეს.
წმინდანად შერაცხვის ცერემონია რომში რამდენიმე ათას კათოლიკესა და გარდაცვლილი პაპის ხსოვნის პატივის მისაგებად ადამიანებს მიიზიდავს.
იტალიური საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარდინალებისა და ეპისკოპოსებისგან შემდგარმა კომისიამ გარდაცვლილი რომის პაპის სასწაული ერთხმად აღიარა ჭეშმარიტებად.
სასწაულის საკითხი კარდინალებმა და ეპისკოპოსებმა მედიკოსთა კომისიის შემდეგ განიხილეს, რომლებმაც 2010 წლის დეკემბრის ბოლოს არსებული მეთოდებით ვერ დაადგინეს, თუ რა გახდა 49 წლიდ ფრანგი მონაზონის მარი სიმონ-პიერის პარკინსონის დაავადებისგან განკურნების მიზეზი.
2001 წლის ივლისში პარკინსონის დაავადებამ მონაზონის სხეულის მარცხენა ნაწილის პარალიზება გამოიწვია. მისი სიმპტომები დღითი-დღე უარესდებოდა, მას მხედველობაც გაუუარესდა.
2005 წლის 13 მაისს, როცა ბენედიქტ მე-16-მ ვადაზე ადრე თავისი წინამორბედის წმინდანად შერაცხვის პროცესისთვის მზადება დაიწყო (იოანე პავლე მეორე 2005 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა), მონასტრის დებმა ერთობლივი ლოცვების დროს იოანე პავლე მეორეს ღმერთთან შუამდგომლობა სთხოვეს. მართლაც, იოანე პავლე მეორის გარდაცვალებიდან ორ თვეში მონაზონი მარი სიმონ-პიერი განიკურნა. ნევროლოგიურმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მონაზონი ჯანმრთელი გახლდა.