ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალრი მოძრაობის“ წერი ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით წერს.
„ლავროვმა თქვა: თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს - რუსეთი “მათ ურთიერთობების მოგვარებაში” დაეხმარება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ წარსული გადააფასაო.
ანუ, ჯერ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა, ის რომ საქართველო აგრესორი სახელმწიფოა და შემდეგ დაგეხმარებითო (ცინიკურად).
იმედმა ეს განცხადება დაამახინჯა, ქარდი გააკეთა, აღიარების ნაწილი ამოიღო და ასპონსორებს. პოსტტვ-ის და სხვა პროპაგანდისტები აშეარებენ და აქებენ ლავროვს.
ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს.
რუსებზე რუსები არიან ეს მოღალატეები!“ - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.